FAQ

  1. სად შეიძლება შევავსო განაცხადი?                                                                                                                                                                        კლიენტის კომფორტისთვის ჩვენი კომპანია გთავაზობთ არჩევანს: განაცხადის შევსება შეიძლება კლიენტთან ბინაზე ან სამსახურში, ასევე მისი სურვილის მიხედვით კომპანიის ფილიალში.
  2. რა საბუთებია საჭირო?                                                                                                                                                                                          საჭიროა პირადობის მოწმობის ასლი და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. საუკეთესო ვარიანტში, ეს შეიძლება იყოს საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ხოლო თუ ხელზე იღებთ ხელფასს,შესაბამისი სახელფასო ცნობა, სადაც მითითებული იქნება თქვენი პოზიცია, რამდენი ხანი მუშაობთ აღნიშნულ ორგანიზაციაში, ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა და ორგანიზაციის ყველა რეკვიზიტი (ბეჭედი, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, გამავალი ნომერი და ა.შ.).
  3. რა დროის განმავლობაში მტკიცდება სესხი?                                                                                                                                                          განაცხადის შევსებიდან და ყველა საბუთის წარდგენიდან მიიღებთ პასუხს და თანხას 24 სთ. განმავლობაში.
  4. სად და როგორ შეიძლება მივიღო დამტკიცებული თანხა?                                                                                                                                  ჩვენი კომპანია გთავაზობთ არჩევანს მიიღოთ დამტკიცებული თანხა ბინაზე, სამსახურში ან გაიტანოთ კომპანიის ოფისიდან.
  5. როგორ ხდება შენატანების  გადახდა?                                                                                                                                                                   ჩვენი კლიენტები თვითონ ირჩევენ მათთვის საუკეთესო გადახდის ვარიანტს: გადახდა შეიძლება: ბანკში; საქართველოს ექსპრეს ტერმინალებიდან ან უშუალოდ კრედიტ-ოფიცრის მომსახურებით, რომელიც აუცილებლად წარგიდგენთ გადახდილი თანხის ქვითარს. კომპანია გთხოვთ შეინახოთ ნებისმიერი გადახდილი თანხის ქვითრები.
  6. რა სახის სანქციებია სესხის შენატანის დაგვიანების შემთხვევაში ?
    თუ კლიენტი  აგვიანებს შენატანის გადახდას, პირველ რიგში კარგავს ბონუსის მიღების შესაძლებლობას, რომელსაც სთავაზობს კომპანია და იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯარიმას. 31-ე გადაცილებულ დღეზე ასევე ენიჭება ნეგატიური სტატუსი სს. „კრედიტინფო საქართველო’’- ში.
  7. შეიძლება თუ არა განაცხადის გაკეთება, თუკი ერთხელ უარი მიიღო კრედიტზე?
    რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირველი განაცხადიდან 3 თვის შემდეგ მოგვმართოთ და გააკეთოთ ახალი განაცხადი, თუკი შეგეცვალათ: სამუშაო ადგილი,გაგეზარდათ ხელფასი, გამოგიჩნდათ დამატებითი შემოსავალი, შეგიმცირდათ ხარჯები, შეგეცვალათ სოციალური სტატუსი და ა.შ. .